LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაჯაროვდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის კადრები – რას ამბობს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი

144
BeFunky-collage (16)

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში იღებს საკვებს, მათ შორის, თხევადი და არათხევადი სახით.

„ასევე კონკრეტული დანიშნულების ნატურალური წვენების. ეს პერიოდი მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე. ის იღებს ყველა იმ საკვებ დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის“, – თქვა მედიასთან ნიკა ცხვარაშვილმა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია – პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი უწყების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ეს საკითხი მსჯელობის საგანია.

სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს – ომბუდსმენის განცხადება

„რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, ამაზე ჯერჯერობით პასუხს ცალსახად ვერ გაგცემთ, რადგან ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, რაზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს“, – აცხადებს ნიკა ცხვარაშვილი .

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 37-ე დღეა შიმშილობს, იუსტიციის მინისტრისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება და აქვეყნებს თავისი შიმშილობის დეტალებს. ექსპრეზიდენტის თქმით, სპეკულაციების გამორიცხვის საფუძვლით, მან 6 ნოემბრიდან შეწყვიტა მინერალებისა და ვიტამინების მიღებაც.

მიხეილ სააკაშვილი: “კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში მოხდა 5 წლის წინ, ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g