LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია – პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

83
1215974612

მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სამედიცინო პერსონალის, მათ შორის მოწვეული ექიმი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის დროს განაცხადა. მისივე განმარტებით, სააკაშვილი იღებს აუცილებელ კვებით დანამატებს.

“მათ შორის, მისი მიღება ხდება სითხის სახით“, – განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა.

მისივე განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად მეთვალყურეობას უწევს ექიმთა კონსილიუმი და ამ ეტაპზე მისი სტაციონარიზაციის აუცილებლობა არ დგას.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 37-ე დღეა შიმშილობს, იუსტიციის მინისტრისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება და აქვეყნებს თავისი შიმშილობის დეტალებს.

ექსპრეზიდენტის თქმით, სპეკულაციების გამორიცხვის საფუძვლით, მან 6 ნოემბრიდან შეწყვიტა მინერალებისა და ვიტამინების მიღებაც.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, 30 ოქტომბრის შემდეგ, მან ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს შედის შიმშილობის პროტოკოლში, რამდენიმე ბოთლი წვენი მიიღო.

მიხეილ სააკაშვილი: “კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში მოხდა 5 წლის წინ, ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი”

magti 5g