LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შებრძანდი და დაარწმუნე სააკაშვილი რო არ მოკვდეს… ეგ ფაფის ჭამა იქნება მომავალის პერსპექტივას რო წაგართმევს, შე რეგვენო: ეკა ხერხეულიძე რატი ბრეგაძეს

1154
ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და შესაძლოა რამდენიმე საათში კიდევ უფრო კრიტიკული გახდეს. ნიკოლოზ ყიფშიძემ ასევე განაცახდა, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული ფოტო და ვიდეომასალის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მედიკამენტების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე უარი თქვა.

ეკა ხერხეულიძე იუსტიციის მინისტრ რატო ბრეგაძეს სოციალური ქსელით მიმართავს, თავად შევიდეს საპატიმროში და სააკაშვილი დაარწმუნოს, რომ არ მოკვდეს.

„Rati Bregadze ნიკოლოზ ყიფშიძეს უსმინეთ? ახლა თავად შებრძანდი და დაარწმუნე მიხეილ სააკაშვილი რო არ მოკვდეს.

ეგ ფაფის ჭამა იქნება მომავალის პერსპექტივას რო წაგართმევს,შე რეგვენო!“, – წერს ეკა ხერხეულიზე.

„ექიმის ინიციატივით იყო შეთავაზებული თითო ჭიქა ლიმონათი, რათა დაედგინათ პაციენტის საინსულინო აპარატის რეაქცია მიღებულ გლუკოზაზე“ – ლალი ჯავაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g