LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ქარსელაძე: „ტვინში დავბლოკე ეს ინფორმაცია და ცხოვრებაში ერთადერთი მიზანი დავისახე – ხათუნა უნდა გადამერჩინა“

164
ninixatunanews

ნინი ქარსელაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ დედის, ხათუნა ჟორდანიას სიმსივნისგან გამოჯანმრთელების შესახებ საუბრობს:

„რომ არა ღმერთი, ხათუნა ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდოდა. ღმერთმა ინება, რომ ხათუნა გადარჩენილიყო და ასეც მოხდა. მე ღმერთმა მომცა ძალა იმისთვის, რომ ყველაფერს გავმკლავებოდი. ეს ამბავი ყველასთვის შოკი იყო. მე იმდენად არაადეკვატური ვიყავი, რომ ჩემს მეგობრებს არ სჯეროდათ. ვიცინოდი, ვერთობოდი, კარგ ხასიათზე ვიყავი და ცოტა უცნაურად მიყურებდნენ. საქმე ისაა, რომ მე ტვინში დავბლოკე ეს ინფორმაცია და ცხოვრებაში ერთადერთი მიზანი დავისახე – ხათუნა უნდა გადამერჩინა. ამ მიზნისთვის ყველაფერი გავაკეთე, თუმცა უფლის წყალობის გარეშე არაფერი გამომივიდოდა… მთელი გულით ვეხვეწებოდი და ვიცოდი, რომ არ გამწირავდა. ხათუნას რაღაც პერიოდში ჩემ მიმართ აგრესია ჰქონდა: არ წამოვალ, წამალს არ დავლევ და ასე შემდეგ, სულ მეწინააღმდეგებოდა. ასეთ მომენტებში მეუბნებოდნენ ხოლმე, თავი დაანებე, შენ რომ ასე გჯერა და გწამს, ღმერთი არ გაგწირავსო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g