LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: ხელისუფლებამ სააკაშვილის გლდანში გადაყვანით სიტუაციის ესკალაციას ძალით შეუწყო ხელი, ეს “ოცნებისთვის” ცუდად დამთავრდება

323
სგერსაგ

ჩემი აზრით, ხელისუფლებამ გლდანში მისი გადაყვანით ძალიან წააგო და სიტუაციის ესკალაციას ძალით შეუწყო ხელი. მგონია, რომ ხელისუფლება ამდენს ტყუილად ბედავს, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია დაგროვილი უარყოფითი განწყობა ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, უფრო შემაშფოთებელია ის, რომ სააკაშვილს ციხეში პატიმრების გინება ასმენინეს.

„მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თუ არა, არ ვიცი და არ მინდა, ჭორებზე ვილაპარაკო. სააკაშვილი როგორც არ უნდა მოგვწონდეს და მის მიმართ რა სახის პრეტენზიაც არ უნდა გვქონდეს, მგონია, რომ ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს, მათ შორის მის მოწინააღმდეგეებს არ უნდათ, რომ ის ისეთ ადგილას იყოს, სადაც ქურდები და ძველი ბიჭები აგინებენ.

“ციხის წარმომადგენელმა მითხრა, “აჰა, ჩიტო, ხო ჩაგიგდეთ ხელში”, გინებაც მოაყოლა… გამათრიეს მიწაზე, ჩამარტყეს კისერში, მათრიეს თმებით” – სააკაშვილის წერილი

ადამიანების ფსიქიკა, განწყობა და ნერვები არის წკიპზე და აქამდე თუ მათ აკავებდათ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის საფრთხე არსებობდა და ამით ანეიტრალებდნენ, „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ტრაგედია, რომ ადამიანებს სააკაშვილი შეეცოდათ და სიმპატიები მისკენ გადაიხაროს, როგორც საცოდავი ადამიანის მიმართ, რომელიც ქურდებში აღმოჩნდა. ეს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან ცუდად დამთავრდება და კარგად არ დასრულდება არც საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებ, სააკაშვილის დედის და 89 უკრაინელი დეპუტატის თხოვნა გაითვალისწინოს და ის სამკურნალოდ გაგზავნონ არა გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, არამედ საზღვარგარეთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობას არც ერთი მხარის ბოლომდე დამარცხება და გამარჯვება არ აწყობს.

„საპროტესტო აქციები ოპოზიციას რას მოუტანს, არ ვიცი, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას არც ერთი მხარის ბოლომდე დამარცხება და გამარჯვება არ გვაწყობს. არავისთვის არის კარგი, რომ „ქართული ოცნება“ აქედან გამოვიდეს ტრიუმფით; არც ის, რომ ამ ყველაფრის შედეგად ხელისუფლება დაკარგონ და „ნაცები“ მოვიდნენ ერთპიროვნულად. მგონია, რომ ყველა ნორმალური ადამიანის მიზანი უნდა იყოს სიტუაციის დეესკალაცია ისე, რომ რაღაცნაირად, სხვა ტიპის ქაოსში არ აღმოვჩნდეთ, რომელმაც შეიძლება, სულ სხვა ტრაგედიამდე მიგვიყვანოს“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები