LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხაიძე: 100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 საავადმყოფოში ხვდება

72
ივანე ჩხაიძე

“კოვიდ-19-ით ინფიცირებული 100 ბავშვიდან, 9 ხვდება საავადმყოფოში”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძემ იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რომლის გათვალისწინებითაც, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების “ფაიზერით” ვაქცინაცია გახდა შესაძლებელი.

მისი თქმით, “დელტა” შტამის გავრცელების შემდეგ ასაკობრივი განაწილება შეიცვალა და დღეს ინფიცირებულთა 15%-ს სწორედ მოზარდების კატეგორია შეადგენს:

“კოვიდ-19-ის “დელტა” ვარიანტის შემდეგ, როდესაც მკვეთრად შეიცვალა ასაკობრივი განაწილება, მოიმატა, ასევე, ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ დასაწყისში იყო 7%, შემდეგ “ალფას” შემთხვევაში 10%, ახლა არის 15%, ძალიან მაღალი მაჩვენებელი.

ჩვენ არ ვთვლით, რომ ბავშვებში მიმდინარეობს მსუბუქად, ის მაჩვენებელი, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ანგარიშში, მიუთითებს, რომ 8.3%-ში ბავშვებს სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია. ანუ, 100 ინფიცირებული ბავშვიდან, 9 ბავშვი ხვდება საავადმყოფოში.

გარდაცვალების მაჩვენებელიც იყო წარმოდგენილი. დღეისათვის, საქართველოში 8 ბავშვი არის გარდაცვლილი კოვიდ-19-ის გამო. ეს იყო ის არგუმენტები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრ სხვა ქვეყანას მოჰყავს, როდესაც ადასტურებს კოვიდვაქცინაციის მნიშვნელობას ბავშვთა ასაკში”, – განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების “ფაიზერით ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g