LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ციხესიმაგრე შობისთვის“ – ბრუკ შილდსი დიდ ეკრანს ახალი საშობაო რომანტიკული ფილმით უბრუნდება

183
news21119

რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე კარგი კინო ახალი წლის ღამეს. სამწუხაროდ წლიდან წლამდე სულ უფრო მცირდება იმ ფილმების რაოდენობა, რომლებიც საახალწლოდ ყველაზე ნახვადი ფილმების კატეგორიაში უნდა გავიყვანოთ. ვნახოთ, მოხვდება თუ არა ამ სიაში მერი ლამბერტის ახალი ფილმი „ციხესიმაგრე შობისთვის“. კინოსურათში მთავარ როლს ბრუკ შილდსი ასრულებს, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება ეკრანს.

ბრუკ შილდსმა დონალდ ტრამპს რომანზე უარი უთხრა

ფილმის გმირი ამერიკელი მწერალი სოფიაა, რომელიც ახალი რომანის დასაწერად შოტლანდიაში მიემგზავრება. ცნობილი ავტორისთვის სწორედ შობა ხდება ის დღესასწაული, სადაც ის თავის ნამდვილ სახლს და სიყვარულს იპოვის. ფილმში ასევე მთავარ როლს კერი ელვესი ასრულებს.

ფოტო: ასე გამოიყურება „საჰარას“ ვარსკვლავი ბრუკ შილდსი 55 წლის ასაკში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები