LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ფოტიგა ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის და პუტინის წინააღმდეგია, რა გასაკვირია პუტინის პირად პატიმართან რომ არ შემოუშვეს: სააკაშვილი

153
სააკაშვილი - ფოტიგა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც სექტემბერში, მისი და ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას შეხვედრის შესახებ წერს. მისი განცხადებით, ფოტიგა უკეთილშობილესი და უმაგრესი ადამიანია, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის და პუტინის წინააღმდეგია და გასაკვირი არაა, რომ მასთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან, არ შეუშვეს.

სააკაშვილი ფოტიგას, ადამიანობისა და სამართლიანობისათვის მადლობას უხდის.

„სექტემბერში, ბოლო შეხვედრის დროს, სტრასბურგში, ანა ფოტიგამ მკითხა, ხომ არ ვფიქრობდი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, წამების მსხვერპლი ვიქნებოდი. მე ვუპასუხე, რომ არ ვფიქრობდი.

ანა ფოტიგა იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა ლეხ კაჩინსკი ჩამოვიდა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველოს გადასარჩენად. ფოტიგა უკეთილშობილესი და უმაგრესი ადამიანია, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის და პუტინის წინააღმდეგია. რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან, არ შემოუშვეს.

დიდი მადლობა, ანა, ადამიანობისთვის და სოლიდარობისთვის. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვინც გუშინ არ შემოგიშვათ, მალე არცერთი აღარ იქნება სახელისუფლებო ბერკეტებთან სიახლოვეში და თქვენ დაგხვდებათ საქართველო ძველებური სტუმართმოყვარეობით და მადლიერებით“, – წერს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g