ყოველდღიური მაჩვენებლის მიხედვით, მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის კუთხით საქართველო ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში აზიარებს.
“მიუხედავათ იმისა, რომ ევროპაში შემთხვევები იზრდება, ერთი რამ დღესავით ნათელია, მაღალი ვაქცინაციის მოცვის ქვეყნებში ადამიანთა კოვიდით სიკვდილი დაბალ ნიშნულზეა! საქართველო ხედავთ სადაცაა, აიცერი და შეცვალე ეს რეალობა!”,-წერს ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქში.