LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

111

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება. თბილისის მერიის ცნობით, მერიის ინიციატივით, 24 ივნისს, პირველად გაიმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. მარათონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მათ შორის სპორტსმენებსაც.

„გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, ავტობუსები 07:00 საათიდან, ხოლო მიკროავტობუსები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით დროებით შეცვლილი მარშრუტებით იმოძრავებენ“, – აცხადებენ მერიაში.

მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები