LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთანხმება სისუსტე არ არის, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა პრობლემის გადაჭრის გზებზე დაილაპარაკონ – საიას თავმჯდომარე მოშიმშილეებს შეხვდა

58
ნიკა სიმონიშვილი

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ სიმონიშვილმა პარლამენტში მოშიმშილე ოპოზიციონერი დეპუტატები მოინახულა.

როგორც სიმონიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია პარტიებმა ერთმანეთთან დაილაპარაკონ და შესაძლოა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ:

“კონსენსუსი, შეთანხმება სისუსტე არ არის, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით დაილაპარაკონ.

ჩვენი რჩევა იქნება – მნიშვნელოვანია პარტიებმა ერთმანეთთან დაილაპარაკონ, გაიაზრონ, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და ამ ყველაფერის შემდეგ, გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ. შეთანხმება შეიძლება გარკვეულ კონსენსუსსაც მოიცავდეს. ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესების და ადამიანის უფლებების დაცვა. პოლიტიკური პარტიები სწორედ ამ ძირითადი ღირებულებებით უნდა მოქმედებდნენ,” – თქვა სიმონშვილმა.

შეგახსენებთ, 3 ნოემბერს ელენე ხოშტარიას მიერ დაწყებული შიმშილობის შემდეგ, პროტესტის ამავე ფორმას მიმართა ცხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა 14 ნოემბერს.

დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაშ გადაყვანას ითხოვენ.

magti 5g