22 დან 28 ნოემბრის ჩათვლით, Beauty Success მომხმარებელს 60 % – დე ფასდაკლებას სთავაზობს სრულ ასორტიმენტზე. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ფასდაკლება ვრცელდება, როგორც მოვლის საშუალებებზე, სუნამოებსა და დეკორატიულ კოსმეტიკაზე, ასევე „ფარმას ნაწილში“ დერმო კოსმეტიკაზეც. როგორც Beauty Success-ში ამბობენ, თითო შენაძენზე მომხმარებელს ბრენდული საჩუქრებიც ელის..
შეგახსენებთ, ქართულ პარფიუმერულ და კოსმეტიკურ ბაზარზე ახალი მოთამაშე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. Beauty Success პირველი ფრაგული ფრანჩაიზული პროექტია პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ბაზარზე საქართველოში და ის თბილისში ჭავჭავაძის 60 ა- ში მდებარეობს. Beauty Success Georgia აერთიანებს: პარფიუმერიას, სილამაზის ცენტრსა და ფარმაციას ერთ სივრცეში.
აღსანიშნავია, რომ ფრანგულ ბრენდ Beauty Success-ს 30 წლიანი ისტორია აქვს და ის მსოფლიოს მასშტაბით, 300-ზე მეტ ობიექტს ფლობს.