LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქ ევროპაა – ქართულ პარფიუმერულ და კოსმეტიკურ ბაზარზე ფრანგული კომპანია Beauty Success შემოვიდა

9
IMG-0421

ქართულ პარფიუმერულ და კოსმეტიკურ ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა. ჩვენს ქვეყანაში ფრანგული ბრენდი Beauty Success შემოვიდა, რომელსაც 30 წლიანი ისტორია აქვს და მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტ ობიექტს ფლობს.

Beauty Success Georgia არის ახალი და განსხვავებული კონცეფციის მქონე პარფიუმერული სივრცე საქართველოში, რომელიც აერთიანებს: პარფიუმერიას, სილამაზის ცენტრსა და ფარმაციას ერთ სივრცეში.

როგორია ცნობილი ფრანგული ბრენდის ქართული გეგმები და რა დახვდება Beauty Success Georgia-ში მისულ მომხმარებელს – ამ და სხვა საინტერესო თემებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში, Beauty Success Georgia-ს პიარ-კონსულტანტმა ხატია შამუგიამ ისაუბრა.

-რას წარმოადგენს Beauty Success Georgia?

ეს არის პირველი ევროპული პარფიუმერული ქსელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი საკმაოდ დიდია ადგილობრივ ბაზარზე, ევროპული მოთამაშე ფრანჩაიზის სახით ჯერ არ გვყოლია, ეს არის პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი შემთხვევა. Beauty Success გახლავთ უნიკალური კონცეფციის მქონე ადგილი – ფაქტობრივად, პარფიუმერული მოლი, ვინაიდან ეს არის 3 განსხვავებული სივრცისგან შექმნილი ერთი დიდი სივრცე, რომელიც ჭავჭავაძის 60ა ნომერში მდებარეობს.

როგორც უკვე გითხარით, Beauty Success Georgia არის განსხვავებული კონცეფციის მქონე, ის მოიცავს: პარფიუმერიას, სილამაზის ცენტრსა და ფარმაციას ერთ სივრცეში. აქ წარმოდგენილია ყველა ის ლუქსს ბრენდი, რომელიც კი გახსენდებათ პარფიუმერიის, თუ თავის მოვლის საშუალებების მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ბრენდები, რომლებიც თავად Beauty Success-ის ექსკლუზივია. გვაქვს საბავშვო ხაზიც, რაც ცალკე ხაზგასასმელია. ვრცლად უნდა ვისაუბრო სილამაზის ინსტიტუტზეც, რომელიც ჩვენი სივრცის გამორჩეული მხარეა. გარდა იმისა, რომ აქ ტარდება უნიკალური პროცედურები სხეულისა და სახის კორექციისთვის, გვაქვს 21-ე საუკუნის ბოლო მოდელის აპარატურა. სილამაზის ინსტიტუტში მოსული მომხმარებელი ერთვარად მოგზაურობს საფრანგეთში. სილამაზის ინსტიტუტი შედგება რამდენიმე ოთახისგან და თითოეულ მათგანს აქვს თავისი სახელი: რივიერა, პროვანსი, ვერსალი, პარიზი და ა.შ .. შესაბამისად არის დაპროექტებული და შესაბამისი ინტერიერია. მოკლედ, Beauty Success-ის ამ უდიდესი სივრციდან გამოსული ქალბატონიც, მამაკაციც და ბავშვიც ნამდვილად ბედნიერია.

აქვე მინდა გითხრათ, რომ გვაქვს სასაჩუქრე ვაუჩერები, ლოილობის ბარათები, წამახალისებელი საჩუქრები მოხმარებლებისთვის და სხვა… მე მართლა არ მიკვირს არაფერი პარფიუმერიაში, თუმცა, სერვისის კუთხით რამე თუ გამაოცებდა საქართველოში არ მეგონა – Beauty Success-მა ეს შეძლო. ეს არის ძალიან მაღალი დონეა..

-რატომ დაინტერესდა ეს კომპანია ქართულ ბაზარზე შემოსვლით?

ისეთი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა პატარა ბაზარზე, რომელიც ძალიან პოპულარულია მთელს ევროპაში – არ არის მარტივი. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორს, რომელიც ქართულ მხარეს წარმოადგენს. Beauty Success-ის ქართველი წარმომადგენელი, ადამიანი, ვინც ეს ნათელი სხივი შემოიტანა ქართულ ბაზარზე, გახლავთ ბატონი დავით კილაძე. ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავის დროზე სააფთიაქო ქსელი ჩამოაყალიბა და პირველად მან შემოიტანა ეს კულტურა, რომ სააფთიაქო ქსელში შეიძლებოდა თავის მოვლის საშუალებების შეძენა. ბატონ დავითს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ფარმაციაში, სამედიცინო სფეროში, ბიზნესში. ძალიან გამოცდილი ადამიანია და ძალიან სანდო პარტნიორი აღმოჩნდა Beauty Success-ისთვის, ფრანგული მხარისთვის. ის ფანტასტიკურად საუბრობს ფრანგულად და ძალიან დიდი დრო აქვს გატარებული საფრანგეთში. ამიტომ, Beauty Success-ისთვის მარტივი იყო ასეთ პარტნიორთან ერთად საქართველოში საქმიანობის დაწყება.

-თუ აქვს უკვე გაწერილი Beauty Success-ს სტრატეგია და როგორია მისი ქართული გეგმები?

რა თქმა უნდა, გაწერილია უკვე სამომავლო გეგმები. Beauty Success-ს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი გაყიდვის ოფიციალური წერტილი აქვს, მაგრამ, ეს კონცეფტი: ფარმაცია, პარფიუმერია და სილამაზის ინსტიტუტი – ყველა ქვეყანაში სრულად წარმოდგენილი არ არის. ამ კუთხით, საქართველო საფრანგეთის შემდეგ ერთ-ერთი მოწინავეა.

ჯერჯერობით, ერთი ფილიალი გვაქვს ჭავჭავაძის 60 ა ნომერში, თუმცა ძალიან მალე, დაგვემატება კიდევ ერთი ფილიალი საბურთალოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, იგეგმება კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნა საქართველოს რეგიონებშიც. და რასაც ასევე ძალიან დიდი სიამაყით გეტყვით – ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოში, Beauty Success Georgia ასევე შევა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც – ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

-რითი აპირებს Beauty Success ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას და ადგილობრივი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევას?

ამ ბიზნესში ძალიან დელიკატური და ბრჭყვიალა კონკურენციაა იმიტომ, რომ თვითონ ეს სექტორია ძალიან სასიამოვნო. მე ვაძლევ თავს უფლებას ვთქვა, რომ Beauty Success-ს ქართულ ბაზარზე, ჯერჯერობით, კონკურენტი არ ჰყავს- ეს უნიკალური კონცეფტია, ეს ევროპული ფრანჩაიზია, ეს არ არის ქართული პროექტი. ამიტომ, ჯერჯერობით კონკურენტებს ვერ ვხედავ. თუ რატომ უნდა მოვიდეს მომხმარებელი ჩვენთან, ამაზე მარტივი პასუხი მაქვს –  Beauty Success-ში ყველაფერი არის ერთ სივრცეში. გარდა ამისა, აღსანიშნავია ჩვენი თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ წლების განმავლობაში უდიდესი გამოცდილება ამ სფეროში საქმიანობის. უტარდებათ მუდმივად ტრენინგები და მათ აქვთ ევროპული გამოცდილება. აქ არის გუნდი, რომელიც დამფუძნებელთან ერთად, შემართებით მუშაობს.

-რამდენ ადამიანს ასაქმებთ და როგორია დაინტერესება საზოგადოების მხრიდან Beauty Success-ის მიმართ?

ამჟამად, დასაქმებული გვყავს 60-ამდე ადამიანი, თუმცა ჩვენი ქსელის გაფართოების პარალელურად, დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რაც შეეხება დაინტერესებას, ბუნებრივია, ის მზარდია. Beauty Success საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში, ამასთან, უკვე გაგვაშუქეს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, ამიტომ, ჩვენი ჩანთები უკვე საკმაოდ მოედო ქალაქს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი მომხმარებლები უფრო და უფრო აქტიურად სტუმრობენ Beauty Success-ს. დაინტერესება არის საკმაოდ მაღალი იმიტომ, რომ ახალია, უცხოა და აქ ევროპაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები