LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კოვზირიძემ უცნობი ამბავი გაიხსენა: „პოლიციელებმა აირწინაღი ჩამომაცვეს, რომელსაც არ ჰქონდა ჰაერის ბალონი და აჭერდნენ ხელს, რომ დავმხრჩვალიყავი…“

358
datokovziridze

დათო გორგილაძეს სტუმრად ჟურნალისტი გიორგი კოვზირიძე ჰყავდა, რომელმაც 90-იან წლებში გადახდენილი უცნობი ამბავი გაიხსენა, რომელიც მარიხუანას მოწევას უკავშირდება.

გიორგი კოვზირიძე:

„მაშინ კანონი არ იყო. მე გავიზარდე ჯუნგლებში. კანონით არავინ არავის არ ელაპარაკებოდა. წაგასწრებდა ვინმე, ას დოლარს მისცემდი და დამთავრდა ამბავი. მიმიცია პოლიციელებისთვის მეც, რომლებმაც გამჩხრიკეს და რაღაც იპოვეს. თვითონ წამლის „კაიფში“ იყვნენ. გასაჩხერ ფულს შოულობდნენ შენით. ვყოფილვარ განყოფილებაში აყვანილი. ვუცემივარ. ერთხელ აირწინაღი ჩამომაცვეს, რომელსაც არ ჰქონდა ჰაერის ბალონი და აჭერდნენ ხელს, რომ დავმხრჩვალიყავი. უბრალოდ, ევასებოდათ ხალხის ცემა. ასეთ დროს ძალიან ბრაზდები და ისეთი რაღაც გააკეთო, რომ ვერ წარმოგიდგენია. მერ ისე გინდა, ამას მოშორდე, ოღონდ წახვიდე იქიდან… ეს ძველი ამბავია, 90-იანების. „ბირჟაზეც“ დადიოდნენ, ყველგან დადიოდნენ. ყველა რაღაცაზე ნადირობდა. ადამიანები საჭმელზე ნადირობდნენ, პოლიციელები – ხალხზე, რომ მერე წამალი გაეკეთებინათ… მაგიტომ ვამბობ, ჯუნგლებში გავიზარდე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g