„გირჩი — მეტი თავისუფლების“ წევრი ნიკა მოსიაშვილი საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
„დააკავეს ნიკა მოსიაშვილი. საქალაქო სასამართლოს შესასვლელის ბლოკირების ბრალდებით. ის საკუთარი სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებოდა“, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.