LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურნავა საგანელიძის დამსახურებაზე საუბრობს: „ჩვენ არ ვეხებით აღმასრულებელ მენეჯმენტს“

113
Untitled

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საპარტნიორო ფონდის რეფორმა დიდი ხანია, რაც დიდ წესრიგში დგას. „მეტიც, ფონდის გუნდის მიერ შემუშავებულია ახალი კანონპროექტი ფონდის შესახებ. დახვეწის შემდეგ, პროექტი მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება, – ამბობს ნათია თურნავა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, მთავარი აქცენტი გაკეთდება სამეთვალყურეო საბჭოს ფორმატის ცვლილებაზე – თუკი აქამდე საბჭოში წამყვან პოზიციებზე მთავრობის წევრები იყვნენ, ეს მიდგომა შეიცვლება და საბჭო პროფესიული ნიშნით დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტდება. რაც შეეხება მთავრობას, ის ფონდს ძირითადად პრიორიტეტებს და მექანიზმებს განუსაზღვრავს.

ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს ფორმატის და მისი წევრების ცვლილებაზე. „ჩვენ არ ვეხებით აღმასრულებელ მენეჯმენტს. უფრო მეტიც, ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა იმ გუნდის პროფესიონალიზმს, რომელიც ფონდს უდგას სათავეში. პირადად დავით საგანელიძის დამსახურებაა, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა, მათ შორის, კოვიდ-პანდემიისა, რაც საპარტნიორო ფონდის საქმიანობაზე აისახა, აღნიშნული ინსტიტუცია დღეს არის ქმედითი და ამით მათ შეუნარჩუნა სახელმწიფოს ბიზნესის წახალისების ეს მნიშვნელოვანი ბერკეტი,“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g