LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ჭყონია: „ჩვენს გმირებს ძალიან გვიან ვაფასებთ ხოლმე. მიხეილ სააკაშვილის ფენომენსაც ასე დავაფასებთ. როდესაც კიდევ უფრო მეტი დრო გავა, მივხვდებით, რა დონის პოლიტიკოსთან გვაქვს საქმე“

412
sofojkonia

სოფო ჭყონია „მთავარ არხთან“ საუბრობს, რატომ გაცვალა მილანური და პარიზული მშვიდი ცხოვრება რუსთაველის აქციებზე. როგორც ის აღნიშნავს, ბევრი ნაცნობი და მეგობარი ეკითხება, რატომ აქტიურობს და რატომ ჩაერთო ამ პროცესებში, როდესაც შეუძლია, რომ ეს საერთოდ არ ეხებოდეს; „ჩემთვის ეს ისეთი მიუღებელია. როგორც შეიძლება, არ გეხებოდეს, ამ ქვეყანაში არ ცხოვრობ? რომც არ ვცხოვრობდე, იმავენაირად შემაწუხებდა. მე მინდა ძლიერი სახელმწიფოს წარმომადგენელი ვიყო იმ სხვა ქვეყანაში, ვსწავლობ თუ ვმუშაობ, ვიდრე სუსტი ქვეყნიდან, რომელიც დაპყრობილია, ღარიბია და არაფერს წარმოადგენს მსოფლიო რუკაზე. მე ასეთი ქვეყნიდან არ მინდა ვიყო. ასე თუ გაგრძელდა, საშინელ დღეში უკვე ვართ, მაგრამ ამის იქით თუ გადავედით, უკან ვეღარ დავბრუნდებით…

ცვლილებები შეუძლია მარტო ხალხს. გმირი შეიძლება ერთი იყოს, რომელსაც იდეა აქვს და გაწვდის ამ იდეას. ეს ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილია, მაგრამ საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს, განსაკუთრებით, ახალგაზრდები. მათ არ აქვთ უფლება, ისხდნენ ჩუმად სახლებში და ოცნებობდნენ საზღვარგარეთ წასვლაზე.  დამიჯერეთ, როდესაც შენი ქვეყანა არაფერს წარმოადგენს, შენც არაფერს წარმოადგენ.

ჩვენს გმირებს ძალიან გვიან ვაფასებთ ხოლმე. მიხეილ სააკაშვილის ფენომენსაც ასე დავაფასებთ. როდესაც კიდევ უფრო მეტი დრო გავა, მივხვდებით, რა დონის პოლიტიკოსთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩამოვიდა, მივხვდი, რამდენად სჯერა ამ ქვეყნის და  უყვარს საქართველო. ქვეყნისთვის ასეთი თავგანწირვის ცოტა მაგალითია მსოფლიოში. მინდა, ევროპულ ქვეყანაში ვიცხოვრო, საქართველოში. რუსეთს არ აწყობს თანამედროვე და დემოკრატიული ქვეყანა მეზობლად. მას უნდა მორჩილებაში მყოფი ღარიბი ქვეყანა, რომლის დამორჩილებაც უფრო ადვილია… ქართველები ამას უნდა შევეგუოთ, რომ ამ უფერულ ქვეყანაში ვიცხოვროთ? მგონი, ყველა ნორმალურმა ადამიანმა ეს უნდა გააპროტესტოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g