LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი კობახიძეს პასუხობს: დიდ პატივს ვცემ მის ცოდნას საკონსტიტუციო სამართალში… მეც მაქვს გამოცდილება

272
Untitled design - 2021-12-03T163004.039

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი შეხედულება დაბალ საპროცენტო ბარიერთან დაკავშირებით.

მისი თქმით, 2 პროცენტიანი ბარიერი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში მრავალპარტიულ სისტემას.

„რა თქმა უნდა, მე დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში, ისევე როგორც მრავალი სხვა კონსტიტუციონალისტი ექსპერტის, რომელთა გაცნობის შესაძლებლობა საქართველოში მომეცა. ეს ქვეყანა ნამდვილად ბედნიერია, რომ ჰყავს საკონსტიტუციო სამართლის სფეროში მრავალი განათლებული და კარგად ინფორმირებული სპეციალისტი.

მე ასევე მაქვს საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილება, მათ შორის დავხმარებივარ ქვეყანას კონსტიტუციის შემუშავებაში. ეს მოიცავდა შედარებით ანალიზს სხვადასხვა კონსტიტუტებსა და აპოლიტიკურ სისტემებს შორის იმის შესადარებლად, თუ რა მუშაობდა კარგად ამა თუ იმ სისტემაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო, თუმცა საბოლოოდ თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო მისი სისტემისთვის.

საქართველოს ლიდერებმა დიდი დრო დაუთმეს იმ საკითხზე დებატებსა და განხილვებს, თუ რა არის სწორი საქართველოსთვის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იყო 1 პროცენტიანი ბარიერი.

ვფიქრობ, ყველა პარტიის ლიდერი, მათ შორის მმართველი პარტიის, შეთანხმდა, რომ საკმაოდ პოზიტიური შედეგი იყო, რომ ბარიერის დაწევის შედეგად პარლამენტში მოხვდა ცხრა ძალიან განსხვავებული პარტია. ამ მიზეზით საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა კვლავ განიხილეს ეს საკითხი, ისინი შეთანხმდნენ, რომ დაბალი 2 პროცენტიანი ბარიერი და სრულად პროპორციული არჩევნები არის ამჟამად საქართველოსა და მისი დემოკრატიული განვითარების საუკეთესო ინტერესებში. მრავალი ადამიანი ელოდებოდა, რომ სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2019 წელს ამოქმედდებოდა. ეს საკითხი ახლა კონსტიტუციაშია და 2 პროცენტიანი ბარიერი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მრავალპარტიულ სისტემას, რომელიც პარლამენტში მეტ მრავალფეროვნებას შექმნის და იქ საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტი ხმისა და მოსაზრების წარმოდგენას შეუწყობს ხელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო საქართველოს პოლიტიკური ლიდერების შეთანხმება, რაც ამჟამად საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა.

„მე ვარ ამ საქმის, უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც კონსტიტუციური სამართალი ჰქვია და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი ბარიერი – 2 % ან უფრო დაბალი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია.

ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, არის თუ არა საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადების ადრესატი, რომელიც მან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები