LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან ჩხაიძემ მეუღლის მკვლელობის დაფარვა აღიარა – რა ვერდიქტი გამოიტანა მოსამართლემ

2343
Untitled design - 2021-12-03T173656.565

კასპში, მეუღლის – ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებული ქეთევან ჩხაიძე გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ კახიშვილი და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ ამ წუთებში გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს.

ქეთევან ჩხაიძემ საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს, მან დანაშაულის დაფარვა აღიარა, რაც შეეხება ზურაბ კახიშვილს, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს სამართალდამცავებმა მისი მეგობარი, 30 წლის მამაკაცი – ზურაბ კახიშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან გარკვეული ხნის შემდეგ, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მოკლული მამაკაცის მეუღლე – 31 წლის ქეთევან ჩხაიძე დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი.

დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ქეთევან ჩხაიძე ყვებოდა: “რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას მითხარით… ძალიან გაბრაზდა, რომ უარი ვუთხარი სექსუალურ ურთიერთობაზე” – აცხადებდა ნოდარ ღუნაშვილის ცოლი.

ამავე ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქალმა ქმართან ჩხუბის შემდეგ გამოიძია მამაკაცი, სახლში ფანჯრიდან შეაპარა და ღუნაშვილი მოკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g