LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის მოზარდის მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა

98
პროკურატურა

პროკურატურამ არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს თბილისში, სანზონის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანამდვილებით იცოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

ერთ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობა), ხოლო მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა.” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც პროკურატურში აცხადებენ, უწყება ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა ერთი პირი. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებულიც, რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.

მიყენებული დაზიანების შედეგად მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა

15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

magti 5g