LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი ძლიერი ადამიანების ფერია, მას ტყუილად არ ირჩევენ – ექსპერტები ქეით მიდლტონის ლუქს აფასებენ

183
midlton

მიმდინარე წელს ქეით მიდლტონმა რეკორდი მოხსნა, როცა რამდენიმე ღონისძიებაზე ერთმანეთის მიყოლებით სწორედ წითელი სამოსით მივიდა. ბოლოს ის საშობაო კონცერტზე „ქეთრინ უოლკერის“ ულამაზეს წითელი პალტოში გამოჩნდა. მსგავსი წითელი პალტო მას ეცვა Hold Still-ის ფოტოგამოფენაზე, ხოლო დეკემბერში ბრიტანეთში დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში.

შობის დედოფალი – ქეით მიდლტონი „ქეთრინ უოლკერის“ წითელ პალტოში საშობაო კონცერტზე

განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ქეითის ლუქი ოქტომბერში, როცა ის საქველმოქმედო ორგანიზაციაში სტუმრობისას „კრისტოფერ კეინის“ წითელი როლინგითა და „რალფ ლორენის“ ასევე წითელი, პლისე ქვედაბოლოთი გამოჩნდა.  ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში რეიჩელ უაითი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითი არ არის: „წითელი ძლიერი ადამიანების ფერია, მაგრამ ამავე დროს ძალიან პრეტენზიულია, ეს ქეითმა იცის. ვფიქრობ, ამით მას სურს გვაჩვენოს, რამდენად ძლიერია არსებული გამოწვევების წინაშე და მაგალითი მისცეს სხვებსაც. ეს ფერიც ცოტა ავანტიურისტულიცაა, არ გამოვრიცხავ, ქეითს აკადემიურობის მიღმა, თავისი დაფარული მხარეც უნდა წარმოაჩინოს“  – ამბობს ექსპერტი „დეილი მეილთან“ ინტერვიუში.

ქეით მიდლტონი „რალფ ლორენის“ 180 დოლარიანი რეტრო პერანგით კარლ ფაბერჟეს გამოფენაზე

ბროწეულისფერი შემოდგომა – ქეით მიდლტონი „ტაილერ ჰობსის“ ულამაზეს პალტოში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g