კომპანია Bentley-მ გულშემატკივრებს საშობაოდ სიურპრიზი მოუმზადა. მათთვის, ვისაც განსაკუთრებული გემოვნება აქვს, ბრენდის დიზაინერებმა ნაძვის ხის სათამაშოები დაამზადეს. კოლექციის შექმნისას ავტომობილის დეტალები გამოიყენეს და შთაგონება საშობაო მოტივებიდან აიღეს. კოლექცია სრულად ეკოლოგიურია და მთლიანობაში 12 სათამაშოს აერთიანებს.
რეკლამის სახით ბრიტანელებმა მინი ფილმიც გადაიღეს, სადაც ქარხნის თანამშრომელი ელფის როლს თავის თავზე იღებს. სიუჟეტის მიხედვით, „ელფებმა“ ავტომობილის წარმოების შემდეგ დარჩენილი გამოუსადეგარი ტყავისა და სხვა დეტალებისგან საშობაო სათამაშოები დაამზადეს და დღესასწაული ასე გადაარჩინეს.
ლიმიტირებული კოლექცია აუქციონზე გაიყიდება.