LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედია, საახალწლოდ მაინც აცდიან საზოგადოებას, რომ ეს დღეები ადამიანმა საკუთარ ოჯახში გაატაროს – პაპუაშვილი სააკაშვილს ეხმაურება

68
BeFunky-collage (4)

“ის, რომ შერიგებაზე და დიალოგზე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან საუბარი ფარისევლობა იყო, დადასტურდა გუშინ სააკაშვილის განცხადებითაც, ჩვენ ვნახეთ ტონი, მიმართვა, რომ იქით აქვს საპატიებელი “ქართულ ოცნებას”,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ოლიგარქისგან არ უნდა ელოდონ მოწყალებას და “ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობას და ამნისტიას ქართველი ხალხისგან”.

“ერთადერთი რაც ამ ყველაფრის უკან დგას, “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი ეძებენ გზას, როგორმე გამოვიდეს სააკაშვილი სასჯელღასრულების დაწესებულებიდან. ასე რომ, შერიგებაზე საუბარი არის ფარისევლობა, “ნაციონალურ მოძრაობას” კონფლიქტი არ აქვს “ქართულ ოცნებასთან”, მათ კონფლიქტი აქვთ ქართველ ხალხთან.

ეს წერილი აჩვენებს ოპოზიციის და სააკაშვილის დესტრუქციულობას. დეპოლარიზაციის ყველაზე მარტივი გზა არის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” აღიაროს ხალხის ნება ანუ არჩევნები და სასამართლოს გადაწყვეტილება, ანუ კანონის ნება.

რაც შეეხება აქციებს, ეს არის დესტრუქციული დღის წესრიგი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” მისდევს დიდი ხანია, იმედია საახალწლოდ მაინც საზოგადოებას აცდიან, რომ ეს დღეები გაატაროს ადამიანმა საკუთარ ოჯახში და სხვა განწყობაზე, ვიდრე იმაში ფიქრში, თუ როგორი დღის წესრიგი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” და სააკაშვილს როგორ არ უნდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g