LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი სამსახურებისთვის თავის დანებებას აპირებს: „ვფიქრობ, გავხდე ინფლუენსერი“

134
Teslas-Elon-Musk-says-hes-thinking-about-quitting-his-jobs-1024x576

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი როგორც ჩანს დაიღალა – ილონ მასკი აპირებს სამსახურებს თავი დაანებოს და ინფლუენსერი გახდეს. ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი Twitter-ზე წერს.

„ვფიქრობ, დავტოვო სამსახური და გავხდე სრულ განაკვეთზე მომუშავე ინფლუენსერი. თქვენ რას ფიქრობთ?“,- იუწყება მასკი თავის პოსტში.

საერთაშორისო მედია ამ განცხადებამ გაუგებრობაში ჩააგდო. ამ დრომდე უცნობია, მასკის სახელით გამოქვეყნებული პოსტი ხუმრობაა, თუ მილიარდერი სამსახურების მიტოვებას  რეალურად განიხილავს.

შეგახსენებთ, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ილონ მასკი $254 მილიარდით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველ ადგილს იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g