საბერძნეთში, ათენის გარეუბანში, ხანძარი ისევ მძვინვარებს. სამაშველო ოპერაციაში მაშველებთან და მეხანძრეებთან ერთად არმია და მოხალისეებიც ჩაერთნენ. საბერძნეთმა დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა. საგანგებო ვითარებაა, ათენიდან 40 კმ-ში, სადაც ტყის ხანძარი მძვინვარებს და სიტუაცია უკონტროლოა.
ასეთი მასშტაბის სტიქიური უბედურება საბერძნეთს ბოლო 10 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზად გვალვა სახელდება, უკვე რამდენიმე თვეა საბერძნეთში ნალექი არ მოსულა.
საბერძნეთის ხანძარს, ამ დროის ინფორმაციით, 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე მძიმედაა დამწვარია, მათ შორის 16 ბავშვი. ამ დრომდე ეძებენ საქართველოს ერთ მოქალაქეს. დაკარგულია ათობით ადამიანი, ძირითადად ტურისტები, ვარაუდობენ, რომ ისინი დაღუპულები არიან.
მოსახლეობა ხანძრისგან თავის დაღწევას სანაპიროზე გასვლით ცდილობს. ინტერნეტში ხანძრის ამსახველი მძიმე ფოტო და ვიდეოკადრები ვრცელდება.
