LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკო ფანგანი: “შედიან ნაცნობობით, სხვისი პასპორტებით, შეიძლება, ფულის ჩაკუჭვითაც! რა სირცხვილია შეპარვა და “ჩაწყობით” რესტორანში შესვლა, კიდევ რომ დაგვკეტონ, ვინც ჩუმად აპარებთ ხალხს, თქვენი ბრალი იქნება” 

480
BeFunky-collage (8)

ტელეწამყვანი და მოდელი, ეკო ფანგანი შრომის ინსპექციას მიმართავს, გააკონტროლონ რესტორნებსა და ბარებში მწვანე პასპორტების შემოწმება.

“შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office

ძალიან გთხოვთ, გადაამოწმეთ რესტორნები და ბარები.

ძალიან ცოტა ადგილას მოწმდება მწვანე პასპორტები ნორმალურად (განსაკუთრებით ღამის და განსაკუთრებით შარდენის ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში).

შედიან ნაცნობობით, სხვისი პასპორტებით, ზოგი, შეიძლება, ფულის ჩაკუჭვითაც!

სანამ მოქალაქე არ ისწავლის საზოგადოებაში მოქცევას, კანონის მორჩილებას და წესრიგის დაცვას, მანამდე კოვიდის გაქრობა კი არა, სახელმწიფოდ ჩამოვყალიბებაზე ვერ იქნება საუბარი!

ჯერ რა სირცხვილია შეპარვა და “ჩაწყობით” რესტორანში შესვლა

პ.ს. კიდევ რომ დაგვკეტონ, ვინც ჩუმად აპარებთ ხალხს, თქვენი ბრალი იქნება და შემდეგ პრეტენზიები მხოლოდ საკუთარ თავთან”, – წერს ეკო ფანგანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g