LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ვერტმფრენს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფრენა არ განუხორციელებია – სუს-ი

117

გავრცელებული ინფორმაციით, გორის რაიონის თავზე ცოტა ხინს წინ რუსული სამხედრო ვერტმფრენი გამოჩნდა. ადგილობრივი მცხოვრების განცხადებით, ვერტმფრენმა ხურვალეთს გადაუფრინა და ორჭოსანის სამხედრო ბაზაზე დაჯდა.

როგორც “ფორტუნას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რუსულ ვერტმფრენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფრენა არ განუხორციელებია.

“ვერტმფრენმა იფრინა ოკუპირებული ცხინვალიდან ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია,” – განუცხადეს “ფორტუნას” სუს-ში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g