LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტალიაში 17 წლის ქართველი ტურისტი დააკავეს

129

ანტალიაში 17 წლის ქართველი ტურისტი დააკავეს. როგორც თურქული მედია იუწყება, საქართველოს მოქალაქე ნ.ბ. მაღაზიიდან ტანსაცმლის მოპარვაშია ბრალდებული. პოლიციას მომხდარის შესახებ მაღაზიის მეპატრონემ შეატყობინა.

სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს და აღმოაჩინეს, რომ ბრალდებულმა გასახდელში რამდენიმე ნივთი შეიტანა და ტანსაცმელზე დამაგრებული ჩიპები მოხსნა. მოგვიანებით საქართველოს მოქალაქე იმავე მაღაზიაში კიდევ ერთხელ მივიდა. მას თან კიდევ ერთი ქართველი 19 წლის თ.დ. ახლდა. მაღაზიის მეპატრონემ ისინი იცნო და პოლიციას დაუკავშირდა.

ორივე ახალგაზრდა დააკავეს. ეჭვმიტანილების ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულია ტანსაცმელზე დამაგრებული უსაფრთხოების ჩიპების მოსახსნელად საჭირო აღჭურვილობა. თ.დ. გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო ნ.ბ. პატიმრობაში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g