“სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი,”-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის პანდემიის მართვის შესახებ საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბულინგის მსხვერპლი ხშირად იყვნენ ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თამარ გაბუნია, ასევე თენგიზ ცერცვაძე.
“ჩემი მოლოდინი იყო, რომ საზოგადოება იქნებოდა დამნდობი და პარტნიორული, ვიდრე ისეთი, რასაც ვხედავდით, ვინაიდან სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი.
ამას არ აკლებდნენ არც ბატონ პაატას, არც ბატონ ამირანს, ქალბატონი თამარიც ხშირად იყო ამის მსხვერპლი, ბატონი თენგიზი არ არის სამინისტროს თანამშრომელი, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის არის იმ დროშის მატარებელი, რომელსაც პაციენტის დაცვა ჰქვია. არ ერიდებოდნენ არც მის ასაკს, არც მის სტატუსს და კვალიფიკაციას. იცით, რა გვაქვს გამოვლილი,”-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.