მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო სხდომა, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ პროცესზე რამდენიმე სახის შუამდგომლობას დააყენებენ.
მისი გნაცხადებით დაცვის მხარე ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი არა პოლიტიკური სპექტაკლი, არამედ ლაკმუსის ქაღალდი იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც პროცესს თვალ-ყურს ადევნებს.
“აბსურდულ ბრალდებებთან გვაქვს საქმე. ჩვენ მოგვეცემა საშუალება და აუცილებლად დავაყენებთ რამდენიმე შუამდგომლობას, რათა საქმის გამოკვლევა ფორმალურ დონეზე მაინც მოხდეს- მრავალმხრივად და სრულად,”- აცხადებს შოთა თუთბერიძე.
ძვირადღირებული სასტუმროები, კოსმეტიკური და გასახდომი პროცედურები, შოპინგი, მოდელების და მოცეკვავეების ვოიაჟები – სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის ბოლო 4 წელიწადში, 9 მილიონამდე ლარი დაახარჯა, თანხა კი ბიუჯეტიდან მიითვისა.