LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ყინვა და ინტენსიური თოვა მაღალმთიან რაიონებში – უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

298
1

6 იანვრამდე, ქვეყნის მასშტაბით, ჰაერის ტემპერატურა დაეცემა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა, შესაძლოა, მინუს 5-დან -8 გრადუსამდე დაეცეს.

მეტეოროლოგების განცხადებით, ასევე მოსალოდნელია ინტენსიური თოვა დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან და მაღალმთიან რაიონში.

ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი ბაკურიანში, სამცხე-ჯავახეთსა და ახალქალაქში, სადაც ჰაერის ტემპერატურა მინუს 10-დან -12 გრადუსამდე დაიკლებს.

6 იანვრიდან კი სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ელიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები