როგორც ცნობილია, ჯეფ ბეზოსმა ახალი წელი ძვირადღირებული იახტაზე აღნიშნა. მას თან საცოლე, ლორენ სანჩესი და უამრავი მეგობარი ახლდა. ახლახან კი გაირკვა, რომ მილიარდერის იახტაზე ლეონარდო დიკაპრიოც იმყოფებოდა.
ფოტო: ჯეფ ბეზოსმა ახალი წელი საცოლეს ყოფილ საქმროსთან ერთად გაატარა
ფოტო: მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა შეყვარებული გიგანტური ბრილიანტის ბეჭდით დანიშნა
ამჯერად, 47 წლის ლეო მეგობართან, ლუკას ჰაასთან იახტის ბორტზე, ცეცხლოვანი ღამეების შემდეგ გადაიღეს. ის საკმაოდ გადაღლილი გამოიყურებოდა. მას ლურჯი საცურაო კოსტიუმი ეცვა და მზეს ეფიცხებოდა. არსად ჩანდა მისი საცოლე, კამილა მორონე. იმყოფებოდა თუ არა ის ლეოსთან ერთად ბეზოსის იახტაზე, ჯერჯერობით უცნობია.