LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები დღეს ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ

70
რუსეთი და ამერიკა

რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციები სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფარგლებში შეხვედრას ჟენევაში დღეს გამართავენ.

მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი რიაბკოვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი.

სერგეი რიაბკოვმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად განწყობილი არ არის. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ზეწოლის ქვეშ დათმობაზე არ წავლენ.

„ბუნებრივია, ჩვენ არ წავალთ რაიმე დათმობაზე ზეწოლის ქვეშ ან მოლაპარაკებების მონაწილეთა მუდმივი მუქარის ფონზე,“- განაცხადა რიაბკოვმა.

ამასთან, მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში გარღვევას არ ელოდება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის მოსკოვის პოზიცია მოისმინოს, რთული იქნება პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი არ განმუხტავს დაძაბულობას უკრაინის საზღვარზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკემბერში გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე რუსეთსა და აშშ-სა და რუსეთსა და ნატო-ს შორის ხელშეკრულებების პროექტები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-მ უნდა აიღოს ვალდებულება, გამორიცხოს ნატო-ს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით, უარი უნდა თქვას ალიანსში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიღებაზე, ასევე არ შექმნას სამხედრო ბაზები ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ნატო-ს წევრები, არ გამოიყენოს მათი ინფრასტრუქტურა სამხედრო საქმიანობის საწარმოებლად, ასევე არ განავითაროს მათთან ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას. დოკუმენტში საუბარია ასევე შეიარაღების განთავსების შეზღუდვებზე, მათ შორის საშუალო და მცირე რადიუსის სახმელეთო ბაზირების რაკეტების, ასევე ქვეყნის გარეთ ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g