LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიზღვიოთ თავი კბილების გათეთრების შემდეგ მომატებული მგრძნობელობისგან – ამის შესახებ XDental-ის მთავარი ექიმი, ეთო ბაღაღოშვილი საუბრობს

682
page

ბოლო პერიოდში, საკუთარ ღიმილზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. თანამედროვე სტომატოლოგია უამრავ საშუალებას გვთავაზობს, რათა უფრო სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი ღიმილი.

პროცედურებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კბილების გათეთრებაა, სწორედ აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრება კლინიკა XDental-ის მთავარი ექიმი, ეთო ბაღაღოშვილი.

როგორ არ აღმოვჩნდეთ ახალი წლის დღეებში სტომატოლოგიურ სავარძელში

რა ტექნოლოგიები გამოიყენება კბილების გათეთრებისთვის?

მსოფლიოში თუკი რაიმე ტექნოლოგია არსებობს, კბილების რაიმე ესთეტიკური პრობლემის მოსაგვარებლად, საქართველოში ეს ყველაფერი გვაქვს. პირველ რიგში უნდა მოხდეს იდენტიფიცირება, თუ რა იწვევს კბილის ფერის ცვლილებას,  არსებობს ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები, – გენეტიკა, ასაკი, ცხოვრების წესი, ჩაი, ყავა, ნიკოტინი, ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება კბილის ფერზე. თუკი ემალის ფერის ცვლილება ცხოვრების წესის გამოა, მაშინ შესაძლებელი მისი გათეთრება. არსებობს ორი საშუალება, სახლის პირობებში – „კაპებით“ და ასევე კლინიკაში, „ზუმის“ ლაზერული აპარატით.

გვესაუბრეთ ყველაზე პოპულარული პროცედურის, „ზუმით“ გათეთრების შესახებ, რას მოიცავს პროცედურა და რა ეტაპები უნდა გაიაროს პაციენტმა?

სანამ უშუალოდ კბილების გათეთრებაზე გადავალთ, აუცილებელია პირის ღრუს დათვალიერება, კარიესების, ბზარებისა და ეროზიების იდენტიფიცირება, ღრძილების დათვალიერება და შემდგომ, უკონტაქტო  წმენდა. ყოველივე ამის შემდეგ კბილის ზედაპირზე ხდება კბილის მათეთრებლის დატანა და ლაზერის სხივით დასხივება 15 წუთით. თუმცა, თავიდან ბოლომდე კბილების გათეთრებას 45 წუთი სჭირდება.

ვისთვის არ შეიძლება აღნიშნული პროცედურა და როგორ ავირიდოთ თავიდან კბილების გათეთრების შემდეგ მომატებული მგრძნობელობა?

„ზუმის“ აპარატით კბილების გათეთრება არ შეიძლება ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ქიმიური გათეთრება არ არის რეკომენდებული ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. ხშირად მოუმართავთ მშობლებს იმის გამო, რომ ბავშვს აქვს ყვითელი კბილები. არსებიბს ე.წ. “ტეტრაციკლინის კბილები”, რომელსაც იწვევს ბავშვთა ასაკში ზოგიერთი ანტიბიოტიკის მიღება. მაგრამ 13 და 14 წლის ასაკში კბილის მინანქარი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, რის გამოც კბილების ქიმიური გათეთრება არ შეიძლება, რადგან გამოიწვევს კბილის პულპის ქიმიურ გაღიზიანებასა და კბილების ტკივილს.

რაც შეეხება მგრძნობელობის მომატებას, ეს ქიმიურ გათეთრებას თან ახლავს და ფაქტობრივად გარდაუვალია, განსაკუთრებით სახლის პირობებში, კაპებით გათეთრების დროს, რადგან პაციენტი ვერ აკონტროლეს ინტენსივობას. ამ ყველაფრის შესახებ ექიმმა პაციენტს დეტალურად უნდა ესაუბროს, რათა შედეგი იყოს ოპტიმალური. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები მოდიან უკვე მომატებული მგრძნობელობით და სურთ ქიმიური გათეთრება, რაც ყოვლად დაუშვებელია. ასეთ პაციენტებში უნდა მოხდეს ჯერ მკურნალობა “ჰიპერესთეზიის” დასაქვეითებლად, ესეც სტომატოლოგიურ კლინიკებში ხდება, ექიმი სტომატოლოგის მიერ ხდება კურსის ჩატარება. მკურნალობის დროს ხდება “ფტორის” შემცველი გელების გამოყენება. მგრძნობელობის მკურნალობას “რემთერაპია” ეწოდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კბილების ქიმიური გათეთრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები