მალე ახალი წელი მოდის და რთულია მრავალფეროვან კერძებს ავარიდოთ თავი, თუმცა როგორც წესი, ასეთ პერიოდში ჩვენს კბილებსა და ღრძილებზე საკმაოდ დიდი დატვირთვაა. იმისათვის, რომ დღესასწაულები სტომატოლოგის სავარძელში არ გავატაროთ, უნდა გავითვალისწინოთ პროფესიონალი ექიმების რჩევები.
“ავტორადიოს” დილის სტუმარია სტომატოლოგიური კლინიკა „იქს დენტალის“ მთავარი ექიმი, ეთო ბაღაღოშვილი.
როგორო მოვუაროთ კბილებსა და ღრძილებს ახალი წლის დღეებში და რამდენად ხშირად აკითხავენ პაციენტები სტომატოლოგიურ კლინიკებს დღესასწაულებზე?
კბილებსა და ღრძილებზე პრობლემა უცებ არ ჩნდება. რა თქმა უნდა, კარგია, როცა პრობლემას მისის წარმოქმნისთანავე ეთმობა ყურადღება. ღრძილების პრობლემას პაციენტი მალევე ხვდება, მას ახასიათებს უსიამოვნო სუნი და სისხლდენა. ამ დროს სავალდებულოა ექიმთან ვიზიტი და პროფესიონალური წმენდა/მკურნალობა. საახალწლო სუფრიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, აი მაგალითად, გოზინაყი, განსაკუთრებით სახიფათოა მათთვის, ვისაც ხელოვნური გვირგვინები აქვს, მყარი საკვები მარტივად აზიანებს ემალსაც და ხელოვნურ გვირგვინებსაც, განურჩევლად მისი მასალისა, ეს იქნება „ცირკონი“ თუ „მეტალო კერამიკა“. ზოგადად, ახალი წლის დღეებში კლინიკებში მომართვიანობა ერთი-ორად იზრდება.
იქნებ პრაქტიკული რჩევები მოგვცეთ, როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში ამ ყველაფერს და რამდენად არის შანსი წარმოქმნილი პრობლემა ტკივილი ან დისკომფორტი დროებით მოვიხსნათ?
თუკი ღრძილების პრობლემები უკვე დაწყებული, მას სახლის პირობებში ვერანაირად ვერ ვუმკურნალებთ. ამისთვის აუცილებელია მივმართოთ პროფესიონალ ექიმს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა, დღეში მინიმუმ ორჯერ გავიხეხოთ კბილები, გამოვიყენოთ კბილთა შორისი ჯაგრისი, მოვუფრთხილდეთ ღრძილებს და ასევე, ძალიან კარგია თბილი სავლები, თუნდაც გვირილის ნაყენი.