LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია გოგსაძე: “ამ დრომდე ვიბრძვი, ჩემი შვილის უფლებისთვის, რომ ვიზრუნო მასზე… მეცოდება ჩემი შვილი ამ სტრესისთვის…”

16947
BeFunky-collage (2)

“მთავარი არხის” ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნათია გოგსაძემ მისი შვილის სასამართლო პროცესის შესახებ გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია.

საქმე ეხება მის 18 წლის ვაჟს, რო­მელ­საც აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის პრობ­ლე­მა აქვს და რომელიც დედის თქმით, ჯარში გაიწვიეს და შემდეგ გამოუცხადებლობის მიზეზით სასამართლოშიც უჩივლეს.

„ჩემს მეუღლეს დაურეკეს კომისარიატიდან და ეუბნებიან, რომ უნდა წავიდეს ჯარში. მიშამ აუხსნა, რომ ალბათ, არ იცით, ის შშმ პირი და ამიტომ ეს ამბავი ვერ მოხდება. გვითხრეს სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ჩემი შვილი ლევანიკო, რამდენიმე თვეა გახდა 18 წლის და სრულწლოვანია.

უეცრად, მის ცხოვრებაში, აქამდე შშმ პირი იყო, რაღაც შეიცვალა და 18 წლის შემდეგ თავადაც შეუძლია რაღაც გადაწყვეტილების მიღება მისი ცხოვრების შესახებ, სისტემა კი იქცევა ტრაფარეტულად და უგულოდ.ის რაც ჩემს ირგვლივ ხდება, წარმოუდგენელი აბსურდია. ის, რაც ლევანიკოსთან დაკავშირებით ხდება თავიდან ბოლომდე ამორალურია. რატომ ვდუმდი, ვიდრე ველოდი ამ ხნის განმავლობაში სასამართლო პროცესს? იმიტომ, რომ გავაგონო ყველას – სახელმწიფოს, ადამიანებს, იმ მშობლებს, რომელთაც ჰყავთ აუტისტები და არა მხოლოდ, ბატონებო და ქალბატონებო, ამ სახელმწიფოს ვალია იზრუნოს თავის მოქალაქეებზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლია.

ჩვენ ადრე გავაკეთეთ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ ირკვევა, რომ თურმე როგორც კი 18 წლის გახდება ბავშვი, თავიდან უნდა აიღო. ამისთვის ბავშვი უნდა ატარო ყველგან და ეს ძალიან მძიმე იყო. მახსოვს იუსტიციის სახლში რომ მივედით, კვირა დღე ავირჩიეთ, რადგან ხალხი არ არის, სამაგიეროდ ორჯერ ძვირს იხდი, მაგრამ ლევანიკოსთვის გამაღიზიანებელი არ იქნებოდა. დავიწყეთ ამ საბუთების შეგროვება, ამის შემდეგ მიდიხარ ნევროლოგთან, ფსიქიატრთან, შემდეგ გადიხარ სპეციალურ სახელმწიფო კომისიაზე და იქ ყველას ვეუბნებოდი, რომ ეს სერვისები ბავშვის წინააღმდეგ არის მიმართული და ბავშვზე მზრუნველი სახელმწიფო ასეთ მდგომარეობაში რატომ უნდა აგდებდეს ბავშვს.

ნერვებს რომ თავი დაანებო, ამ საბუთების შეგროვებას უამრავი დრო სჭირდება. როდესაც პოლიციამ დამირეკა, ავუხსენი ვითარება და ვუთხარი,რომ ვაკეთებთ სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც ერთ დღეში არ კეთდება, ძალიან გაგებით მოეკიდა პოლიციელი ანუ ისიც ინფორმირებული იყო. მანამდე ლევანიკო მერიის პროგრამების ბენეფიციარი იყო ანუ სახელმწიფოს მის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. ოქმი როგორ შეადგინეს არ ვიცი, ხელში მქონდა დაშიფრული დოკუმენტი…

გქვონდა საუბარი, რა გავაკეთოთ, ლევანიკო სხდომაზე ხომ არ მივიყვანოთ, მაგრამ მეცოდება ჩემი შვილი ამ სტრესისთვის

18 წლის ზემოთ აუტისტებისთვის ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება, აღარ არსებობს არც სერვისები და არც ცენტრები. ახლა ჩვენ ვიბრძვით, რომ ახალი სივრცე შევქმნათ ამ ბავშვებისთვის. მართლა, აღარ ვიცით რა გავაკეთოთ, სად წავიდეთ, ამ დრომდე ვიბრძვი ჩემი შვილის უფლებებისთვის”, – ამბობს ნათია გოგსაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g