28 აგვისტოს, „Check In Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“, შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისი“ და ანსამბლი „ივერია“ წარმოგიდგენთ განახლებულ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც „ბლექ სი არენაზე“ ქართული მიუზიკლი დაიდგმება.
„ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე თითქმის 40 წელია, წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი, რომელზეც თაობები გაიზარდა, სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა.
წლევანდელი „ჩხიკვთა წორწილი“ ეძღვნება ანსამბლ „ივერიის“ 50 წლის იუბილეს. ლეგენდარულ „ივერიელებთან“ – თემურ წიკლაურთან, მანანა თოდაძესთან, ნუგზარ კვაშალთან, ვახტანგ ტატიშვილთან და სხვებთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ახალი თაობის ვარსკვლავები: ნუზა ბუზალაძე (ქეთევანი), ანდრია გველესიანი (ზაქარა), ბორის ბედია (ყვავი), პოპულარული ანსამბლი: „ქუჩის მუსიკოსები“ გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით და სხვ.
დღეს, სასტუმრო „იოტაში“ ამ ღონისძიებისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც დაწვრილებით ისაუბრეს, რა ელოდება მაყურებელს 28 აგვისტოს, არენის სცენაზე.
ანი კავლელიშვილი, „ბლექ სი არენას“ დირექტორი:
„ქართული ზაფხული ბლექ სი არენაზე“ წარმატებით მიმდინარეობს. მის ფარგლებში უკვე გავმართეთ სამი კონცერტი, რომლებმაც დიდი დაინტერესება და აღფრთოვანება გამოიწვია. 28 აგვისტოს კი ჩვენს სცენას პირველად დაიკავებს ქართული მიუზიკლი. ვფიქრობ, ტურისტებისთვის საინტერესო იქნება სპექტაკლის განახლებული სახით ნახვა, სადაც გაერთიანდნენ ძველი და ახალი თაობის ქართველი ვარსკვლავები. მიხარია, რომ ამ პროექტმა ბევრი ადამიანი გააერთიანა და არენის სცენას ქართველი შემსრულებლები დაიკავებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, პროექტის მიმართ მაყურებელმა დიდი ინტერესი გამოამჟღავნა.
გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
წელს პროექტი „ჩექ ინ ჯორჯია“ ძალიან მრავალფეროვანია და მასში დაახლოებით 300-მდე ღონისძიებაა გაერთიანებული, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილ კონცერტებს. ამ მხრივ გამორჩეული და წარმატებული წელი გვქონდა, მადლობა ანი კავლელიშვილს ამ ყველაფრისთვის. „ბლექ სი არენაზე“ 28 აგვისტოს პირველად გაიმართება ქართული მიუზიკლი და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს.
გია ბაღაშვილი, „ლომისის“ გენერალური დირექტორი:
მადლობა „ბლექ სი არენას“ და „ჩექ ინ ჯორჯიას“, ერთი სიამოვნებაა მათთან ერთად მუშაობა, მართლაც უმაღლესი სტანდარტებია, რაზეც შედეგებიც მეტყველებს. ქართული ესტრადისთვის, ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის დიდი ფუფუნებაა, რომ გვაქვს საშუალება, მსოფლიო სტანდარტებისა და შესაძლებლობების მქონე არენაზე წარმოვაგდინოთ პროექტი, რომელმაც გაუძლო დროს, რომელიც ხშირად ასწრებდა დროს და სარგებლობს ხალხის უდიდესი სიყვარულით.
37 მონაწილე იქნება სცენაზე. შევეცდებით, თვითმყოფადობით გამორჩეული მუსიკა, ისე აჟღერდეს, ისეთი ესთეტიკით, როგორც ის დიდმა მაესტრომ შექმნა. რასაკვირველია, იქნება განახლებული სახით და გამოვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც არენა გვაძლევს. რამდენიმე თვეა, გვაქვს ყოველდღიური 10-12-საათიანი რეპეტიციები. ძალიან გვიხარია, რომ ორგანიზატორებმა კონცერტი დაამთხვიეს მარიამობის დღეს. აგვისტოს ბოლოს, როცა ქართველ კაცს უამრავი სტუმარი ჰყავს, ეძლევა შესაძლებლობა, რომ მიიწვიოს ის არენაზე და აჩვენოს გამორჩეული ქართული მიუზიკლი.
როგორც პრესკონფერენციაზე ჯემალ ბაღაშვილმა აღნიშნა, „ბლექ სი არენაზე“ „ჩხიკვთა ქორწილის“ საიუბილეო დადგმა“ ეძღვნება ანსამბლ „ივერიის“ 50 წლის და „ჩხიკვთა ქორწილის“ 40 წლის იუბილეს და მაყურებელს ძალიან ბევრი საინტერესო სიურპრიზი ელის.
კომპოზიტორი – ალექსანდრე ბასილაია
ლიბრეტოს ავტორები – ჯემალ ბაღაშვილი და ავთანდილ გელოვანი
მხატვრები – ანი ნინუა და ნინო სურგულაძე
დამდგმელი ქორეოგრაფები – კოტე ფურცელაძე და ფრიდონ სულაბერიძე
სასცენო მოძრაობა – გოგა ოსეფაშვილი
მუსიკალური ხელმძღვანელი – გია ბაღაშვილი
დამდგმელი რეჟისორი – ჯემალ ბაღაშვილი
მონაწილეობენ: თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ნუცა ბუზალაძე, ანდრია გველესიანი, ბორის ბედია, ხვიჩა მაღლაკელიძე, ვახტანგ ტატიშვილი, გურამ ჯაში, მანანა თოდაძე, ქეთი წიკლაური, თამუნა ტაბატაძე, მერაბ სამყურაშვილი, დიტო საკანდელიძე, ჯანო იზორია, გია დავითიანი, გუჯა მარდალეიშვილი, ავთანდილ თაბუკაშვილი, გოგა ოსეფაშვილი, ლუიზა კობალაძე, ლილი ზღვაური, ჯემალ ბაღაშვილი, ზურა ლალიაშვილი, ვიქტორ ლალიაშვილი დათო აბულაძე, გია ბაღაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე (უმცროსი), ლაშა მძინარაშვილი, მირიან ბერელიძე, ირაკლი ნადირაშვილი, მაიკო ვაწაძე, შორენა ჯაფარიძე, ცისია კალანდაძე, ეკა მოდებაძე, ლუკა წიკლაური, ილა საბაძე, თენგო გუმბერიძე, დათო მჭედლიშვილი ალექსანდრე ჯაფარიძე.
ბილეთები იყიდება საიტზე: tkt.ge.
გენერალური სპონსორი: „საქართველოს ბანკი“
მედიამხარდამჭერები: „იმედი“, „ფორტუნა“, ambebi.ge, marketer.ge, ჟურნალი „O.K.“