როგორია მმართველი პარტიის თავმჯდომარის ყოველდღიური ცხოვრება პოლიტიკური ცხოვრების მიღმა – საკითხზე ირაკლი კობახიძემ ad hoc · ედ ჰოკის ერთ-ერთ რუბრიკაში ისაუბრა.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, პოლიტიკური ასპარეზის მიღმა საკმაოდ უშუალო ადამიანია და სულაც არ არის მკაცრი.
წამყვანის კითხვაზე, მისთვის დამახასიათებელი იუმორის ჭრილში დაესახელებინა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში საუკეთესო ოპოზიციონერის მოდელი, კობახიძემ ასე უპასუხა:
„სააკაშვილის ფსიქიკა, პოლიტიკოსი გაწონასწორებული უნდა იყოს. მელიას ინტელექტი.
გუბაზის პრინციპულობა და სალომე სამადაშვილის კაი გამარჯობა. ეს არის ადამიანი [სალომე სამადაშვილი], რომელიც 5 წელია ახერხებს, ამას მართლა ნიჭი უნდა და მოხერხება, არ მიესალმოს არცერთ თავის კოლეგას პარლამენტიდან.
ოპოზიციაში არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ჩვენიანებს ვგულისხმობ, 5 წელია არ გვესალმება. იმედია, დავიმსახურებთ და მეექვსე წელს მაინც გვეტყვის გამარჯობას“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.