სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით 24 იანვრიდან პროტესტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან განაახლებენ.
მათივე თქმით, სამინისტროდან დღესაც დაუკავშირდნენ და ქირით გასვლის შესახებ შეთავაზება მიიღეს, რაზეც სამინისტროს წარმომადგენლებს კვლავ უარი განუცხადეს. დევნილები აცხადებენ, რომ ქირით გადასვლაზე უარის თქმის მიზეზი მთავრობისადმი უნდობლობაა.