ჩემპიონთა ლიგა დაიწყო. ამ ტურნირზე საინტერესოს რა გამოლევს. სულ რომ არაფერი, მესი და რონალდოს დაპირისპირება ჯერაც გრძელდება. მოკლედ, ის ამბები, რამაც გაშარჟების ოსტატების ყურადღება დაიმსახურა.
რობერტო ციკლოპ ფირმინო
ფირმინო მოედანზე შეცვლაზე შევიდა და პარიზელებს აჩვენა, რომ ერთი თვალიც საკმარისია. ფირმინოს გოლმა „ლივერპულს“ გამარჯვება მოუტანა პსჟ-სთან სალიგო მატჩში. შეგახსენებთ, ბრაზილიელს წინა შეხვედრაში საშინლად ატაკეს თითი თვალში და ლამის ამოთხარეს.
კლოპის საიდუმლო იარაღი
„ლივერპული“ 2:0 უგებდა პსჟ-ს, მაგრამ მეტოქეს ამოაქაჩინა. მერე კლოპმა საქმეში რობერტო ფირმინო ჩართო და თვალმტკივანმა შეაგდო კიდეც გადამწყვეტი გოლი.
მესი წინ გაიჭრა
ლეო მესიმ რონალდოს ლიგაზე ორი მაჩვენებლით გაუსწრო.
მოგეხსენებათ, არგენტინელმა „ეინდჰოვენს“ სამი გოლი გაუტანა. ახლა ლეოს ანგარიშზე 63 გოლია ჯგუფურ ეტაპზე, რონალდოს 60-ის წინააღმდეგ და 8 ჰეთ-თრიკი პორტუგალიელის 7-თან შედარებით.
გაიწიეთ! სცენაზე ლიგის მეფე გამოდის
სანამ მადრიდის „რეალი“ საქმეში ჩაერთვებოდა, აი ეს შარჟი გამოქვეყნდა.
ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგებმა „სამეფო კლუბმა“ ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო – „რომას“ უპრობლემოდ 3:0 მოუგო.