LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის აფთიაქებში „მოძრაობის აბებს“ არიგებენ

145
thumb-1024x663-pillole-di-movimento-2020

იტალიის აფთიაქებში მომხმარებელს „მოძრაობის აბებს“ ურიგებენ, თანაც უფასოდ. მუყაოს ყუთში წამლებთან ერთად სატრენაჟორო დარბაზის, აუზის და სპორტული კლუბის ერთთვიანი აბონემენტი დევს. გამოცემა The mayor-ის ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლებას სურს, რომ ადგილობრივებს უფრო აქტიური ცხოვრების სტილისკენ უბიძგოს.

„მოძრაობის აბების“ იდეა ბოლონიაში ჯერ კიდევ 2011 წელს გაჩნდა. წელს კი ამ კამპანიამ მთელი იტალია მოიცვა. ინიციატივის ავტორებმა მთლიანობაში ნახევარ მილიონამდე აბონემენტი უნდა დაარიგონ.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, ცხოვრების უძრავი წესი, არასწორ კვებასთან ერთად ზედმეტი წონის მიზეზი ხდება. ზედმეტი წონა კი თავის მხრივ არაერთი დაავადების მიზეზი ხდება, იქნება ეს შაქრიანი დიაბეტი თუ კიბო.

აღსანიშნავია, რომ იტალიელებს სხვა ევროპელებთან შედარებით ზედმეტი წონა შედარებით ნაკლებად აწუხებთ, სიმსუქნის პრობლემა ქვეყნის მოსახლეობის 46%-ს აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები