LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია ეფექტიანი იყო, ამიტომ ნიშანდობლივია, რომ მას ასე აგრესიულად გამოეხმაურნენ: ბოკერია რუსეთიდან გამოგზავნილ ნოტაზე

110
გიგა ბოკერია

პარტია “ევროპული საქართველოს” აქციის გამო, რუსეთის საგარეო უწყების მიერ თბილისისთვის გამოგზავნილ ნოტას, პარტიის თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმიანება.

რუსეთის საგარეო უწყებამ “ევროპული საქართველოს” აქციის გამო თბილისს ნოტა გამოუგზავნა

როგორც ბოკერია აცხადებს, აქცია ეფექტიანი იყო, ამიტომ ნიშანდობლივია, რომ მას ასე აგრესიულად გამოეხმაურნენ:

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინის რუსეთისგან მსოფლიოში, გარდა პირდაპირი სამხედრო აგრესიისა, საქართველოში, უკრაინაში, მიმდინარეობს ომი ე.წ მორალური უპირატესობისთვის.

ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ მკაფიო მორალური პოზიცია, მტკიცე პოზიცია, რაც ამავდროულად პრაგმატული პოზიციაა და ეფექტიანები უნდა ვიყოთ.

ჩემი აზრით, “ევროპული საქართველოს” აქცია იყო ეფექტიანი. ჩვენი მთავრობის სამარცხვინო საქციელის ფონზე, ჩვენ შევძელით ამის დემონსტრირება და საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, მათ შორის, უკრაინულ და საერთაშორისო სოციალურ მედიაში.

ის, რომ ეს მთავრობა ქართველების კრიტიკულ მასას არ წარმოადგენს, ძალიან ეტკინათ ისე, როგორც ეფექტიანი ფორმა ჩვენი მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ამიტომ ნიშანდობლივია, რომ ასე აგრესიულად გამოეხმაურნენ “ევროპული საქართველოს” აქციას”, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან “ევროპული საქართველოს” ორგანიზებით უკრაინის მხარდამჭერი აქცია 26 იანვარს გაიმართა.

აქციის ორგანიზატორებმა შენობის ფასადზე უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლოები გამოსახეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ აქციას რუსეთის საგარეო უწყება ეხმაურება და ქართულ მხარეს ნოტას უგზავნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g