LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საგარეო უწყებამ “ევროპული საქართველოს” აქციის გამო თბილისს ნოტა გამოუგზავნა

233
1

26 იანვარს თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან “ევროპული საქართველოს” მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ აქციას რუსეთის საგარეო უწყება ეხმაურება და ქართულ მხარეს ნოტას უგზავნის. 

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მიმართვაშია აღნიშნული, ამის შესახებ რუსულ მედიასთან ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა ისაუბრა.

კითხვაზე – როგორ კომენტარს გააკეთებდა მიმდინარე წლის 26 იანვრის საღამოს მომხდარ ინციდენტზე თბილისში, რუსეთის წარმომადგენლობაში, ზაიცევი აღნიშნავს, რომ მათ ინციდენტი შეშფოთებით მიიღეს.

“26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ ანტირუსული პოლიტიკური აქცია საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა. აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, კი სექციაში ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგება გაითიშა.

ინციდენტთან დაკავშირებით, ინტერესთა განყოფილებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მკაცრად დაცვის აუცილებლობის შესახებ.

ასეთივე შეტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცა მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელს”, – აცხადებს ზაიცევი.

გავრცელებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ ელექტრომომარაგება განყოფილებას ახლა შეუფერხებლად მიეწოდება.

“ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას, მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად” – წერია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან “ევროპული საქართველოს” ორგანიზებით უკრაინის მხარდამჭერი აქცია 26 იანვარს გაიმართა.

აქციის ორგანიზატორებმა შენობის ფასადზე უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლოები გამოსახეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g