„დღეს დადასტურდა, რომ ადგილი აქვს არა დამთხვევას, არამედ ეს არის გარიგება, კოალიცია სააკაშვილსა და გახარიას შორის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევისა და ენმ-ს მხრიდან კანდიდატის სრული მხარდაჭერის საკითხს გამოეხმაურა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი გახარიასა და სააკაშვილის თანამშრომლობაზე დიდი ხანია, საუბრობს.
„ამას ხუმრობით რეგიონებში პოლიტიკურ ქორწინებას ეძახიან. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ეს არის კოალიცია. მათ თანამშრომლობაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ.
ზოგს არ სჯეროდა, რომ გიორგი გახარია ნიკა მელიას გამო თანამდებობიდან გადადგა, ზოგი არ იჯერებდა იმას, რომ ვაშინგტონში, ერთსა და იმავე სასტუმროში შეხვედრის მსგავსი დამთხვევა არ ხდება. დღეს კი დადასტურდა, რომ ადგილი აქვს არა დამთხვევას, არამედ იმას, რომ ეს არის გარიგება და კოალიცია სააკაშვილსა და გახარიას შორის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.