ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) განახლებადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის ენერგეტიკის მიმართულების დირექტორ აიდა სიტდიკოვას შეხვდა და მასთან საქართველოში განახილებადი ენერგიის ათვისების პოტენციალი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური მხარდაჭერია. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, აგრეთვე ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტებზე ჰიდრო, მზის და ქარის ენერგიის მიმართულებით.
EBRD – ის წარმომადგენლის მხრიდან გამოთქვა დაინტერესება, რათა აღნიშნულმა საფინანსო ორგანიზაციამ კვლავ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა გლობალურ ტენდენციებს დეკარბონიზაციის მიმართულებით და აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში.