LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი შერმადინი: „დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ ანტიდეპრესანტებზე „ვიჯექი“, მყავდა ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც…“

1042
nini

მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც აშშ-ში შვილთან ერთად ცხოვრობს, მალე ამერიკული „ნიჭიერის“ აუდიტორიის წინაშე წარდგება. ამ გამოსვლას ის მშობლების ხსოვნას მიუძღვნის, რომლებიც კოვიდით გარდაიცვალნენ. მისი დედის ოცნება იყო, რომ „ნიჭიერში“ თავისი ქალიშვილი ეხილა და ამ გამოსვლით ნინი დედის ნატვრას აასრულებს. პასუხი, შეძლებს თუ არა პროექტში მონაწილეობას, როგორც მომღერალი აღნიშნავს, გაზაფხულზე იქნება…

ნინი შერმადინი ამერიკულ „ნიჭიერში“ თავის გამოსვლას კოვიდით გარდაცვლილ მშობლებს მიუძღვნის

ნინი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ მშობლების გარდაცვალებამ დეპრესიაში ჩააგდო და სპეციალისტების დახმარება დასჭირდა:

„დედ-მამის გარდაცვალების მერე სერიოზული დეპრესია დამემართა. რამდენიმე თვე ანტიდეპრესანტებზე „ვიჯექი“, მყავდა ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც. სახლიდან არ გავდიოდი, კომუნიკაცია მქონდა დაკარგული სრულიად სამყაროსთან. არავისთან კონტაქტი არ მინდოდა და რამდენიმე თვე არც სამსახურში მივლია, შრომისუუნარო ვიყავი. ალბათ, ვისაც გამოცდილი აქვს ჩემნაირი შოკი, მხოლოდ ის გამიგებს…“

ფოტო: “აკაპულკო 2022” – ნინი შერმადინის მექსიკური ვოიაჟი

magti 5g