LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის გარემოცვა მთავაზობდა ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, დავით საგანელიძე კი ძველი თბილისის მაჟრიტარობას – ალეკო ელისაშვილი

85

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მთავაზობდა ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მან აღნიშნული შეთავაზება 2011 წელს მიიღო, რაზეც უარი განაცხადა.თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის განცხადებით, ამის შემდეგ დავით საგანელიძემ ძველი თბილისის მაჟრიტარობა შესთავაზა, რაზეც ასევე უარი განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ამით მან შეძლო, ხელისუფლების მიმართ ყოფილიყო კრიტიკული.

„ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მთავაზობდა ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ეს იყო 2011 წელს. უარი ვთქვი. შემდეგ უკვე საგანელიძე მთავაზობდა ვყოფილიყავი ძველი თბილისის მაჟრიტარი დეპუტატი, მაშინ უარი ვთქვი და ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი – თავი თუ შევინახე, შევინახე იმისთვის, რომ მქონოდა ამათი კონტროლის უფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ კი საუბრობს დემოკრატიაზე, მაგრამ თვითონ რომ ხალხს სული ამოართვეს, როგორი დასაჯერებელია მათი?! ამიტომ საკრებულოში „ნაციონალური მოძრობა“ კრიტიკას რომ იწყებდა, ცხრა წელიო იწყებდნენ და მე ვერანაირ ცხრა წელს გამიხსენებდნენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g