დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე მოხდა.
დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. დაშავებულს დახმარებას, სასწრაფო დახმარების ბრიგადა უწევს.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია
მათივე ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, დაგროვილმა აირმა გამოიწვია.
შემთხვევას ხანძარი მოჰყვა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.