„თუ დასავლეთი ბელარუსს თავს დაესხმება, პრეზიდენტად სამუდამოდ დავრჩები“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, მას არასდროს დაუკონკრეტებია, როდის დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას.
„მე ვამბობდი, თუ რა პირობებში [წავიდოდი]. თუ კოლექტიური დასავლეთი, პირველ რიგში ამერიკელები, ბელარუსს სამიზნიდან ჩამოხსნიან და რაღაც მეთოდებით გადატრიალებებს არ მოაწყობენ, როგორც იყო 2020 წელს, ყველაფერი იქნება კანონიერად, ფრთხილად და იქნება უფრო ადრე, ვიდრე თქვენ ან მათ უნდათ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
2020 წლის 9 აგვისტოს ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ რესპუბლიკაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რასაც მოჰყვა არეულობები. დასავლეთმა არ აღიარა არჩევნების შედეგები. ევროკავშირმა დააწესა სანქციების ხუთი პაკეტი ბელორუსის ოფიციალური პირებისა და რიგი კომპანიების წინააღმდეგ.