აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეროვნული უშიშროების საბჭოს მოიწვევს. ინფორმაციას CNN თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი უკრაინაში სიტუაციის განვითარებას აკვირდება და ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მას რეგულარულად აწვდის განახლებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე.
ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს.
“პრეზიდენტი ბაიდენი აგრძელებს უკრაინაში განვითარებადი სიტუაციის მონიტორინგს და რეგულარულად ეცნობა ადგილზე მოვლენებს მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის დახმარებით. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაზე შეტევა ნებისმიერ დროს განახორციელოს”, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებაში.